Category Archives: ჩემზე ბევრად ჭკვიანები

დიდი პირვენებები, მათი გამონათქვამები, და საინტერესო ფაქტები მათ შესახებ

ბრძნული აზრების სამყაროში…

Standard

წიგნებში ქექვისას აღმოვაჩინე წიგნი სათაურით “ბრძნული აზრების სამყაროში” გამოცემულია 1967 წელს და თემატურად შეკრებილია სხვადასხვა თემებზე დიდი მოაზროვნეების ბრძნული გამონათქვამები, მეც გადავწყვიტე ამოგიწეროთ ერთ თემაზე სხვადასხვა მოაზროვნეების აზრები, თქვენ კი ის მითხარით რომელს ეთანხმებით და რომელს არა… (ვიკიციტატაც მოვიშველიე )

დღევანდელი თემა “ღირსება და სინდისი”

1. ერიდე სათაკილო საქმეს. :ხილონი: (კაი კაცო : )) )

2. რა არის პატარძლის ყველაზე უკეთესი მზითევი? სიფაქიზე და მორცხვობა. :სიმონიდე კეოსელი: (გემოვნებაზე არ დაობენ)

3. პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას.  :დემოკრიტე:

4.  საკუთარი შეცდომების დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს. :არისტოტელე:

5. სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არასდროს გამოუყენებია. :შარლ ლუი მონტესკიე:

6. სინდისი და პატიოსნება ტასაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი. :აპულეიუსი:

7. სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ. :იოანე ოქროპირი:

8. სირცხვილი… ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა… :არისტოტელე: (სირცხვილი მარტო ეგ არ არი)

9.  გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა. :არისტოტელე:

10. დიდი ძალა აქვს სინდისს: უდანაშაულოს უსპობს ყოველგვარ შიშს, ხოლო დამნაშავეს წამდაუწუმ მის მიერ დამსახურებული ყველა სასჯელი ეხატება თვალწინ. :ციცერონი:

11.  ადამიანები არასდროს განიცდიან სინდისის ქენჯნას ღვეულებად ქცეული საქციელის გამო. :ვოლტერი:

12. ადამიანი, ვისაც რელიგიის დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ პატიოსანი იყოს, ღრმა შებრალების ღირსია. :ვოლტერი: (:*)

რომელსაც ლინკები აქვს ის ვიკიციტატიდან დავაკოპირე, რომელსაც არა მე ამოვიწერე წიგნიდან

იმის რიცხვები მიუთითეთ რომელიც მოგეწონათ და ისიც მითხარით რა თემაზე ამოვწერო შემდეგ პოსტში?! (თემებია ხალხი, მრწამსი, პრინციპები, ვნებები, ბედნიერება, სიყვარული, ეჭვიანობა, ზნეობა, მშვიდობაზე) ამოარჩიეთ რომელიმე და იმას  ამოვიწერ.

შემდეგ პოსტამდე გზააბნეულო მკითხველო :*

ცინიზმი

Standard

მოდი ჯერ მოვიძიოთ ის განმარტებები რაც ცინიზმს უკავშირდება…

რა არის ცინიზმი?

ცინიზმი – (ბერძ. kinismos) – აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რამისადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს.  სიტყვა მომდინარეობს ანტისთენეს მიერ დაარსებული ბერძენი ფილოსოფოსების ჯგუფის, კინიკოსების სახელიდან. ისინი მხარს უჭერენ ცხოვრების უბრალო, კეთილგონივრულ და არამატერიალურ ცხოვრების სტილს.

კინიკური სკოლა_ ცინიკური სკოლა (ბერძნ. κῠνικοί, ლათ. Cynici), სოკრატული ფილოსოფიური სკოლა ძველ საბერძნეთში, დააარსა ძვ. წ. 380 ანტისთენემ. სოკრატეს მოძღვრებას ავითარებდა ძირითადად ეთიკაში. სოკრატული დებულება — ბედნიერება სიკეთის მიღწევაშია — კინიკოსებმა თავისებურად განავითარეს თავისუფალ, ავტონომიურ პიროვნების თეორიად. ანტინთენე და დიოგენე სინოპელი ადამიანს ურჩევდნენ ბუნებასთან დაახლოებას, საზოგადოებისაგან გაქცევას, პირველყოფილს მდგომარეობაში დაბრუნებას. დიოგენე სინოპელმა კინიკური იდეები ცხოვრების წესად აქცია („დიოგენეს ფარანი“, „დიოგენეს კასრი“).

კინიკური სკოლიდან განვითარდა სტოიციზმი. სტოელმა კინიკოსებისაგან აიღეს მსოფლიო სახელმწიფოს, საყოველთაო თანასწორობის, კოსმოპოლიტიზმის იდეები.

შემეცნების ახსნაში კინიკოსებმა უარყვეს სოკრატეს ზოგადის, გვარეობითი ცნებების თეორია და წინა პლანზე დააყენეს ინდივიდუალურის, ერთეულადის მნიშვნელობა, გააკრიტიკეს პლატონის იდეების თეორია.

დიოგენე სინოპელი_დიოგენე სინოპედან (ძვ.-ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძ. წ. 412, სინოპი — 10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) – ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას “შეშლილი სოკრატე” უწოდეს. დიოგენე “მსოფლიოს მოქალაქედ” თვლიდა თავს.დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: “დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი”

როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მოსალოცად მასთან. არ ჩანდა მხოლოდ ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი, რომელიც კორინთოს მახლობლად ცხოვრობდა განმარტოვებით. იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ალექსანდრეს გარშემო მომხდარ ამბებს.

მაშინა მთავარსარდალი თავად გამართა ფილოსოფოსის სანახავად. ალექსანდრესა და მის ამალის მიახლოებისას დიოგენე წამოწოლილი იყო და ისვენებდა, დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვაზე იგი ოდნავ წამოიწია, მთავარსარდალი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა: “ხომ არაფერი გჭირდებაო”, ხოლო დიოგენემ უპასუხა:”ცოტა იქით გაიწიე, მზეზე ნუ მეფარებიო”.

ამ პასუხმა ალექსანდრე შეაცბუნა, ხოლო როცა დიოგენეს გასცილდნენ და მეგობრებმა სიცილი და ხუმრობა დაიწყეს მომხდარზე, მაკედონელმა მათ უთხრა :”ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდიო.”

აი ეს ის რაც უნდა იცოდეთ ამის შესახებ და რაც მოვიძიე, კიდე მოვიძიებ და მერე ვიმსჯელოთ ის არი ცინიზმი რაც ყველას გონია ანუ თავხედი ადამიანი რომელიც ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს თუ ადამიანები რომლებსაც სწორი დასკვნების გამოტანა შეუძლიათ თავისი პრაგმატული ხედვით (“ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია.” ბერნარდ შოუ)

ამონარიდი დათა თუთაშხიადან

Standard

ადრე ვახსენე ციტატები თუთაშხიადან, დღეს მარტო ერთს შემოგთავაზებთ, რო ვკითხულობდი ამ მონაკვეთმა ბევრ რამეზე ჩამაფიქრა. პოსტისთვის დიდია მარა, წაკითხვა ნაღდად ღირს.

გრაფი სეგედის სიტყვებია:

” შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას დანამდვილებით ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას ”ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია. მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი ”გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” _ კაცობრიობის უდიდესი ჭირი.
შემჩნეულია, რომ სახელმწიფო მართვისთვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს _ მართვის მეტნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს. მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როდესაც კაცს თავისი უპირატესობა უყოყმანოდ, ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყოველი საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია. თავხედობა გოდოლებს მუსრავს, მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, _ იქ ჭკუა, განზოგადების უნარი, შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, _ ჩვენ ხომ შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის ხოლმე სხვის ხელში და ”კაცობრიობის უდიდესი ჭირი” ქრონიკულ ხასიათს იღებს, საქმე ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი კაცისა ყველას ეშინია _ სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებულნი არიან წაბორძიკებულს მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით ჭკვიანი კაცების ნაკლებობის პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი შეზღუდულის ადგილზე მეორე, შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისტვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად უმჯობესის მიღებას ნიშნავს. ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის. მთავარია, რომ სანამ ერთი მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა-დამკვიდრება ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები. ამაში მდგომარეობს ”შეზღუდული კაცების პრობლემა” _ შეზღუდული კაცებისა, თორემ გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა.”

როგორც ყოველთვის თქვენი აზრი მაინტერესებს ციტატის შესახებ : )

არისტოტელე

Standard

სერიის გაგრძელება, ბრძნული გამონათქვამები, ისევ ჭკვიანი კაცის ბრძნული გამონათქვამები, მაინტერესებს რას ფიქრობთ რომელს ეთანხმებიტ და რომელს არა…

გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.

პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.

ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.

ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება.

ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.

იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.

სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.

ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი- ნაწილია ჩვენი სულის.

სირცხვილი… ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა….

კარგი დასაწყისი – ნახევარია საქმისა.

ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.

სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.

მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო

Standard

(1469-1527) იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი. მაკიაველის თანახმად, საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგულებელყოფა, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალებების გამოყენება; ძალაუფლებისათვის ბრძოლაში იგი ამართლებდა მმართველთა სიმკაცრესა და მუხანათობას. მისი ძირითადი შრომებია: „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“, „მსჯელობა ტიტუს ლივიუსზე“.

მაკიაველის სიტყვები:

1.მიზანი ამართლებს საშუალებას.

2.ლომი ვერ გადაურჩება ხაფანგს,ხოლო მელია ვერ დაიცავს თავს მგლებისაგან. უნდა იყო მელა,რათა ხაფანგებს გადაურჩე და ამასთანავე, ლომი, რათა შეაშინო მგლები.

3.მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.

4.ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.

5.ომი მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ არასდროს მთავრდება მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ.

6.ისინი, ვინც საუბრობენ ჩვენს დროში გაძარცულსა და ჩაგრულ ხალხზე, მივლენ ერთ დასკვნამდე – ყოველივე იმის ბრალია, რომ სწორედ ასე იქცეოდნენ მათი მმართველები.

7.იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს.

8.ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.

9.ზიანი უნდა მიაყენო სწრაფად. რაც უფრო ნაკლებად გაანალიზებენ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან ზარალიც.

10.სჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით.

11.როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.

12.ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.

13.ბედისწერა ჩვენი საქციელის ნახევარს განაგებს,ხოლო მეორე ნახევრის მართვას ჩვენ გვანდობს

მაკიაველიზმი

პოლიტიკური ქცევის ნაირსახეობა, რომელიც დასახული მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს პოლიტიკოსის ხელთ არსებული ყველა, მათ შორის უკიდურესად მკაცრი და ვერაგული, საშუალების გამოყენებას. მ–ის ამგვარი ინტერპრეტაცია უკავშირდება ფლორენციელი პოლიტიკური მოღვაწისა და თეორეტიკოსის, ნიკოლო მაკიაველის (1469–1527) სახელს, რომლის პოლიტიკური შრომები დასავლეთის პოლიტიკურ მეცნიერებაში არაერთგვაროვნად, ხოლო საბჭოთა ლიტერატურაში უაღრესად ნეგატიურად იყო შეფასებული. დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში უფრო გავრცელებეულია აზრი, რომელიც მაკიაველის პოლიტიკური მეცნიერების პიონერად მოიხსენიებს. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაკიაველის დამსახურებაა, უპირველს ყოვლისა ის, რომ მან პოლიტიკური მეცნიერება ჯერარსობის ფორმიდან არსებულისაკენ შემოაბრუნა. სხვაგვარად, რომ ითქვას პლატონიდან წამოსული ტრადიციის საპირისპიროდ, მაკიაველი იკვლევდა არა იმას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და პოლიტიკური ცხოვრება, არამედ იმას, თუ როგორია ის რეალურად. გარდა ამისა, მაკიაველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურებაა პოლიტიკური ეთიკის (და არა მორალურობის პრინციპისა პოლიტიკაში), როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სრულუფლებიანი წევრის დაფუძნება. განსხვავებით სტანდარტული ეთიკური თეორიებისაგან, რომლებიც ადამიანის ქცევის შეფასებისას ხელმძღვანელობს ქცევის მოტივებით, მაკიაველის პოლიტიკური ეთიკა ქცევას აფასებს პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე. მაკიაველიმ აღადგინა ძველი რომაელების კლასიკური წარმოდგენები პოლიტიკური ღირსების (virtu), როგორც ადამიანთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ერთ–ერთი ძირითადი ფენომენის შესახებ. მისი პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია უმთავრესად ორ ნაშრომში – “მთავარში“, რომელიც მონარქიულ სახელმწიფოს ეხება და “ტრაქტატებში“, სადაც განხილვის საგანია რესპუბლიკა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ცოტა დიდი შესავალი გამოვიდა, გაეცანით მაკიაველს და მაკიაველიზმს, დაინახავთ რა ხდება დღესდღეისობით. ჩემი აზრით ყველა სახლმწიფოს მთავრობა მაკიაველიზმით არის დაავადებული, მათ აქვთ მიზანი და ამ მიზნისთვის არაფერს არ იშურებენ, განხვავება ის არის თუ ვის რამდენად ღრმად შეტოპვა დასჭირდა ჯერჯერობით, როდესაც სინდისს გაურიგდი და ვერაგული საშუალებებით მიზნისკენ სწრაფვა დაიწყე შენ აღარაფრზე არ შეკავებ თავს, მისგამო მოკლავ, იტყვი ტყუილს და მოაწყობ გენოციდს. მე ერთ აზრს ვეთანხმები მიზანი მართლაც ამართლებს საშუალებას, მაგრამ მიზანს გააჩნია დღესდღეისობით ზოგი თავისი თეთრი ტახტის გულისთვის ურიგდება საკუთარ სინდისს ხოგი კი რაღაც იდიოტური იდეის გულისთვის.

საერთოდ როცა კაცი ამბობ რომ რაღაცას არასწორედ აკეთებენ, ისიც უნდა თქვა სწორად როგორი იქნებოდა: მუშნი ზარანდიას ერთ რამეში დავეთანხმები, სანამ სახელმწიფო იარსებებს, ყოველთვის დასჭირდება ხელისუფლებას ხალხის მოტყუება, და უზნეობების ჩადენა, მაგრამ გააჩნია ისევ მიზანს, ეს მიზანი მხოლოდ ქონების მოპოვებაა თუ ადამიანის გაუკეთესებისთვის ბრძოლა.

ამაზე საკმაოდ კარგად წერია “დათა თუთაშხიაში” და შემდეგ პოსტში იქიდან მოვიყვან ციტატებს. ეხლა კი მაინტერესებს გამონათქვამებზე რას ფიქრობთ და მაკიაველიზმზე რა აზრის ხართ