როგორ ხარ რობი? მახსოვს ბოლოს, რომ შევხვდით კაცობრიობის ამბები მკითხე და მეც გადავწყვიტე მცირეოდენი მოგიყვე მასზე:
ჩვენ ადამიანები იგივე ჰომოსაპიენსები უკვე დიდი ხანია რაც ვარსებობთ დედამიწაზე, ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, რომ ჩვენ ღმერთმა შეგქვმნა ხოლო მეორე იმას ქადაგებს, რომ ჩვენ ევოლუციის საბოლოო პროდუქტი ვართ. რომ არ მოგატყუო რობი მე ორივესი თანაბრად მჯერა.
ჩვენ განვითარების სადღაც საშუალო ეტაპზე ვართ, უკვე გაგვიჩნდა დიდი ძალა, რომლითაც ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავი შეგვიძლია გავანადგუროთ, რასაც პირწმინდად ვასრულებთ…
ძალიან სასაცილოები ვართ, ვიბრძვით იმისთვის რაც ისედაც ჩვენია. ერთმანეთს ვებრძვით. თავში აზრადაც არ მოსდის არავის, რომ აქ ყველა დავეტევით. ან ის, რომ ადამიანები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, ყველა ”პატრიოტს” მაინც გონია, რომ საუკეთესო რასის წარმომადგენელია და ყველაზე ნიჭიერია, არადა ვერავინ ვერ ამჩნევს, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულებების გამო ვართ ყველანი ერთნაირი ნაგვის ურნები, უმრავლესობა ცარიელი, ხოლო ვინც სავსეა მხოლოდ ნაგვით…
ჩვენი სიტუაცია ძალიან გავს უზარმაზარ სკოლას, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ცალცალკე ყველანი კარგები ვართ, მაგრამ ერთად საშინელება. ჩვენ ბრბო ვართ, რომელსაც შურს, რომელსაც თავისუფლება უნდა (როცა თავისუფალი არის), რომელსაც თურმე ბედნიერებაც უნდა (როცა არაფერს არ აკეთებს ამისთვის)… რობი ნეტა განახა რა სასაცილოები არიან როცა დიდი ბრძოლოს შედეგად “თავისუფლებას” მოიპოვებენ, იმ კულმინაციურ მომენტში როცა ამისგან ბედნიერება უნდა იგრძნონ, ვერაფერს გრძნობენ და ხვდებიან, რომ რაღაც შეეშალათ. ამ მომენტში მეტად ჩაფიქრებულნი არიან, შემდეგ კი დგება მომენტი, როცა ინდივიდი უმრავლესობას ბაძავს და ის ნებდება ცხოვრებას (მშვენიერი დრამატურგიაა არა?). შემდეგ ეტყვიან შვილიშვილებს, რომ ისინი იბრძოდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებამ აჯობა, შვილიშვილებიც იამაყებენ ბაბუის ბრძოლისუნარიანობით და შემდეგ ისევე მოიქცევიან, როგორც ბაბუ და უაზრობაში გაატარებს მთელ ცხოვრებას…
თამაში
კი რობი აქ ყველანი ვთამაშობთ და ორი სახეობის თამაშები გვაქვს, თამაშები პატარებისთვის და თამაშები დიდებისთვის. მე რადგან მივხვდი რო ყველამ უნდა ვითამაშოთ პატარების თამაში ავირჩიე რადგან მათში უფრო დიდ აზრს და კარგ დრამატურგიას ვხედავ მაგალითად ცოტა ხნის წინ რამოდენიმე საათში უამრავი უცხოპლანეტელი მონსტრი მოვკალი და სამყაროც გადავარჩინე, სასიამოვნო თამაშია. დიდების თამაშებმა არ მომხიბლა, რაღაც უაზრო თამაშებია, სახელებითაც მიხვდები: კარიერა, მსოფლიო მართვა, ფულის დაგროვება, ქალების დაგროვება, კიდე არის GTAას ტიპის თამაშები სადაც უბრალოდ თავზე უნდა გადაიკუკო და კიდევ მრავალი უაზრობა. ნუ დიდები ამით ერთობიან, მეც არ ვერევი, ყველას გვაქვს უფლება, რომ გავერთოთ უაზრობით, უბრალოდ ის არ მესმის ისინი ამას ასეთი სერიოზული სახეებით რატომ აკეთებენ…

მე
რობი ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეც მაბნევს ხანდახან ეს სიტუაცია და ლამის მჯერა ხოლმე მათი უაზრობის, წარმოიდგინე, რომ ადამიანი შენს გვერდით ძალიან შეშინებული სახით გაურბის რაღაცას, შენ იცი, რომ მას რაღაცეები ეჩვენება ხოლმე და თითქმის ყოველთვის ცდება, მაგრამ მაინც ადამიანი ხარ და შენც გიჩნდება გაქცევის სურვილი… მოკლედ ძნელია არ აკეთო ის რასაც ყველა აკეთებს, მაგრამ მე მაინც ვეცდები, რომ ასე გავაგრძელო და ვაკეთო ის რაც ჩემის აზრით ნამდვილია, ვეცდები არ გავირთო თავი სუსელელეებით და არ აღმოვჩნდე სიყალბეში უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემთვის სიყალბეში ცურვა არავის უსწავლებია…
ხო მართლა, შენსკენ რა ხდება რობი?
მადლობთ ყურადღებისთვის
წყარო

October 19th, 2011 at 6:06 pm
მომენატრე :შ
October 22nd, 2011 at 11:29 am
ra kargi blogia sagol admins xshirad shemoval tu siaxleebi iqneba momewona saintereso rameebi weria
October 24th, 2011 at 5:30 pm
მომენატრე ამ შუალედურების ჟამს და შენს ბლოგზე შემოვბოდიალდი, მიხარია რომ ასეთი კარგი რაღაც აღმოვაჩინე, შეიძლება ითქვას რომ ამაყიც კი ვარ, მაგრამ ერთი შენიშვნა, არსებობენ გამონაკლისი ბაბუები და შვილიშვილები
))) მაგალითი იცი
))) :**
October 27th, 2011 at 11:15 pm
ბაბუ გენაცვალოს : ) გამიხარდა რო Sემობოდიალდი : )
November 13th, 2011 at 9:17 pm
მომწონს, კარგი პოსტებია