ევთანასია ანუ ციხე ორიდან ხუთ წლამდე

ევთანასია_ თემა, რომელიც საკმაოდ სადავოა მედიცინაში, ეს სიტყვა გულისხმობს პაციენტის მოკვლას იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა ეს ითხოვა ან თუ მდგომარეობა მეტად სავალალოა…

 

საკითხის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ:

1. რელიგია გვიკრძალავს ამას…

2 ჰიპოკრატე გმობს

3 არც ისე სასიამოვნო ქმედებაა…

4. კანონმდებლობით ისჯება

მაგრამ როგორც ყოველთვის მინდა ამ საკითხს სხვადასხვა კუთხეებიდან შევხედოთ:

შემთხვევა: თქვენ გყავთ საკმაოდ მოხუცებული არარელიგიური პაციენტი, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული და სიცოცხლის ძალიან მოკლე პერიოდი აქვს დარჩენილი, მან ცხოვრებაში ყველაფერი გააკეთა და ახლა აუღელვებლად დაელოდებოდა სიკვდილს, რომ არა ეს აუტანელი ტკივილები რომელსაც დიდი დოზის ტკივილგამაყუჩებლითაც უკვე ვეღარ აყუჩებთ. პაციენტი გთხოვთ, რომ დაასრულოთ მისი ტანჯვა (რაც  თქვენი როგორც ექიმის პირდაპირი ვალდებულებაა) და თავადვე გეუბნებათ, რომ ამის ერთადერთი საშუალება მისი სიკვდილია. მოკლედ, რომ ვთქვათ ის სასიკვდილო ინექციას გთხოვთ…

იმისთვის, რომ დასკვნა ცივი ტვინით განვსაჯოთ, წარმოვიდგინოთ რომ რელიგია, კანონმდებლობა და სამედიცინო ეთიკა ამას არ გვიკრძალავს, როგორ მოიქცევით?

მე მაგალითად ამ შემთხვევაში ავასრულებდი პაციენტის სურვილს რადგან ვალდებული ვარ შევუმსუბუქო მდგომარეობა როცა იგი უკვე მხოლოდ პალიატიურ მკურნალობას ექვემდებარება…

მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვერ ვიზამ, რადგან არ მინდა ციხეში ვიჯდე მინიმუმ ორი წელი, არ მინდა ჯოჯოხეთში მოვხვდე და არ მინდა ჰიპოკრატეს ფიცი გავტეხო… ასე რომ იტანჯოს ერთი მაგისიც არა? : ))

მე არ ვამართლებ ევთანასიას ზოგადად, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ყოველთვის არსებობს გამონაკლისი და არ შეიძლება ევთანასიაზე ზოგადად თქვა, რომ ეს ცუდია ან კარგია, დანაშაულია თუ ალტრუიზმი, ცოდვაა თუ სიკეთე…

ნეტა როდის ვისწავლით ინდივიდუალურ მიდგომას ყოველი საკითხისადმი…

გმადლობთ ყურადღებისთვის

წყარო : )

About Tskaro

დაინტერესებული პირი View all posts by Tskaro

5 Responses to “ევთანასია ანუ ციხე ორიდან ხუთ წლამდე”

  • სალომე

    ევთანაზიაზე გვქონდა სამართალში თემა ზუსტად, დავხოცეთ 30 კაცმა ერთმანეთი და მაინც ვერ გავარკვიეთ, რა იყო სწორი : ))

    • tskaro

      შენ რას ფიქრობ?

  • სალომე

    მე მგონი, ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. ევთანაზიამდე კი უნდა დადასტურდეს, რომ კანდიდატი ფსიქიურად ჯანმრთელია : )

  • სალლო.მე

    ოი რა რთული საკითხია. ერთის მხრივ ხომ სწორია, ადამიანს აარიდო ტანჯვა. მეორეს მხრივ, როგორ უნდა მოკლა ადამიანი :s….

  • ნინი

    მე ალბათ უფრო მომხრე ვარ ვიდრე მოწინააღმდეგე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.