თავის/ყველაფრის უფლება


თავისუფლება : )

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. (ბერნარდ შოუ)

ბევრის მიზანია, ბევრი მიისწრაფის მისკენ და რაც შეიძლება მეტ აკრძალულ ხილს ჭამს რათა დაამტკიცოს, რომ თავისუფალია…

რა არის სინამდვილეში თავისუფლება?

მე მხოლოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ:

თავისუფლება ჩემთვის არის იმის უფლება, რომ მე ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები, გამოვიტანო დასკვნები, ვიმოქმედო თავისუფლად სხვის შეუზღუდავად, ვიცხოვრო, ვისუნთქო, არ მაიძულონ და აზრები არ მომახვიონ თავზე…

ჩემი აზრით თავისუფლება არ არის ყოველი სოციალური ან ადამიანური ნორმის დარღვევა, არ არის აუცილებელი გამოვეყო საზოგადოებას, არ არის საჭირო ვიყო ორიგინალური, არ არის საჭირო ვიყო დაუმორჩილებელი…

ხშირად ერევათ ხოლმე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავისუფლება და ყველაფრის უფლება. ბოლო  კი შეიძლება საშინელ დაავადებაში გადაიზარდოს რომელსაც თავისუფლების მონობა ქვია…  შენ აკეთებ ყველაფერს რომ იყო თავისუფალი და ამავდროულად თავის შეზღუდვას ღებულობ…

მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია არ გავიხვრიტო ყური და არ გავიკეთო ტატუ მხოლოდ იმიტომ რომ ეს თავისუფლების გამომხატველია…

მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია მოვუსმინო უფროსებს და გავიზიარო მათი გამოცდილება…

მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია შევზღუდო ჩემი თავი რაღაცეებში რადგან მე ამის უფლება მაქვს….

და ბოლოს სიმართლე გითხრათ მე თავისუფალს მხოლოდ აზროვნებას ვაფასებ და თავისუფლების ყველაზე უფრო დიდ გამოხატულებადაც ამას მივიჩნევ… ჩემთვის არ არსებობენ ადამიანები რომლებიც ყოველთვის მართლები არიან და არ არსებობენ ყოველთვის მცდარი ადამიანები, ჩვენ ადამიანებთან არ გვაქვს საქმე ჩვენ აზრებთან და იდეებთან გვაქვს საქმე ნუ აგვერევა აზრის განხილვა ადამიანის განხილვასთან… აზრს ხომ არანაირი კავშირი არ აქვს მის მთქმელთან აზროვების დროს ის დამოუკიდებელი ორგანიზმია…

უბრალოდ ნუ გახდებით თავისუფლების მონები…

მადლობ ყურადღებისთვის

წყარო : )

About Tskaro

დაინტერესებული პირი View all posts by Tskaro

14 Responses to “თავის/ყველაფრის უფლება”

  • Mari

    ძლივს ერთი ადამიანი, ვისაც ნორმალური წარმოდგენა აქვს თავისუფლებაზე. ყოჩაღ, წყარო! :)

  • sulo

    წყარო გილოცავ მკვდრეთით არდგომას :) )))

  • tamaRa

    კარგი ბიჭი ხარ! :)

  • ninnaka

    “უბრალოდ ნუ გახდებით თავისუფლების მონები…”
    აი მთავარი აზრი რის გამოც ღირდა პოსტის წაკითხვა. კარგია, მომწონს! :)

  • siyvarulovna

    ველქამ ბექ შენს ბლოგზე <3

  • Moony

    კარგი ბიჭი ხარ :)

    ხოდა, მეც დავწერე ამასწინად თავისუფლების ჩემეულ ხედვაზე და გადახედე მერე.

  • tetris

    gagijdebi pirdapir kaci ra blogebs agmoachen xolme es blogi tavisi postebit sxvatashors momewona da xshirad shemoval xolme

  • Otherguy

    ზოგი რამ კარგად წერია… :) მაგრამ იმის თქმა რომ თავისუფლებაში შეზღუდვა იგულისხმება – აბსურდია… მე მინდა გავიხვრიტავ ყურს და მინდა არა – ესაა თავისუფლება…

    თავისუფალი აზროვნება ბევრ რამეში გამოიხატება, მარტო თეიზმ-ათეიზმში კი არა ჩაცმის და ცხოვრების სტილშიც… ასე რომ ვიღაცას აუკრძალო ყურის გახვრეტა, დაუწესო შეზღუდვები და უთხრა – ესაა თავისუფლებაო – უცნაური ლოგიკაა…

    • tskaro

      უბრალოდ არ უნდა გაააკეთო არაფერი იმიტომ რომ ეს თავისუფლების გამომხატველია

  • nino

    მაგარი ბლოგია, მომეწონა, თემებიც ძალიან საინტერესოა, თითქმის ჩემს აზრებს ემთხვევა. ხშირი სტუმარი გავხდები ამ ბლოგის :) . თავისუფლებაზე რაც გიწერიათ, ყველაფერი სწორია. მომეწონა. + ჩემგან

  • მაკა

    ძალიან მომეწონა თავისუფლების შესახებ თქვენი შეხედულება, გეთახნმებით ყველაფერში

  • MARIO

    დიდებულია! აი ეს არის ჭეშმარიტი ანალიზი თავისუფლების თემაზე! მადლობის მეტი რა მეთქმის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.