enter title here


მოქმედებები ისევ იგივეა, შევდივარ dashboard ზე და ვირჩევ new postს, შემდეგ აქ ვხვდები…

ჩემი სტილიც ალბათ იგივეა, ისევ უამრავი შეცდომა ტექსტში და ისევ არ ვიცი რაზეიქნება ეს პოსტი, სათაურის გრაფაში წერია “enter title here” შეიძლება ესეც დავტოვო…

ჩემი პირველი პოსტი გადავიკითხე:

აჰა…. პირველი პოსტი უკვე საინტერესოა, პირველი ფურცელზე ოფიციალურად გადმოტანილი აზრი (ნუ კლავიატურაზე გადატანილი) და ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ რითი დაგაინტერესოთ არ ვიცი, ჯერ მოკლედ ჩემს შესახებ მოგითხრობთ:
ესეიგი.. მე ვარ 16 წლის (თუ სწორად მახსოვს) ბიჭი სახელად გიორგი (ეს ნამდვილად სწორად მახსოვს), რათქმაუნდა გავნსხვავდები სხვა უამრავი გიორგისგან, რითი? ეგ მეც მაინტერესებს თან ძალიან დღემდე ვერ ჩამოვაყალიბე რითი განვსხვავდები სხვა გიორგებისგან და საერთოდ დანარჩენი კაცობრიობისგან, მაგრამ ისიც ვიცი რო ნამდვილად განვსხვავდები (იმედი ბოლოს კვდება) დანარჩენს ალბათ თვითონ მიხვდებით მომავალი პოსტებიდან.
ბლოგის მიზანი ის არი რომ რაც ვიცი გაგიზიაროთ რაც არ ვიცი გკითხოთ, და რაც არცერთმა არ ვიცით იმაზე ვიმსჯელოთ, (ამ ზოგად მიზანს იმედია პროცესში დავაკონკრეტებ).
ვაპირებ ექიმობას, რატო? ჰაუზის 6 სეზონი მაქვს ნაყურები და სადისტი ვარ მიყვარს ადამიანების წვალება და ვთვლი რომ ეს საუკეთესო პროფესიაა ამ მიზნების განხორციელებისთვის (ეს რათმაუნდა ხუმრობით), სინამდვილეში ოჯახში ყველა ექიმია, ვთვლი რომ ამ პროფესიით ვერ შეცვლი სამყაროს მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს მაინც დაეხმარები, დიდად სამყაროს შეცვლაზე არც ვოცნებობ (ოცნებისთვისაც კი მეტად არარეალურია).
მოკლედ მოგესალმებით ჩემ ბლოგზე, ჩემ სამყაროში : )

ამ პოსტის მერე ერთი წელი და ცოტა მეტი გავიდა, სულ 213 პოსტი დავწერე ანუ გავცვითე კლავიატურა…

-რა შეიცვალა პირველი პოსტის მერე?

- საკმაოდ ბევრი რამ… მაგალითად ის რომ მივხვდი რომ სხვა ყველა გიორგისგან იმით განვსხვავდები რომ წყარო ვარ : ) კიდე ის რომ ბევრი თქვენგანი უკვე მიცნობს, რაც ბლოგი გავხსენი მგონი სამჯერ მეტი ადამიანი გავიცანი ვიდრე მანამდე ვიცნობდი და მივიღე ის რასაც ბლოგერობის ყველაზე დიდ სარგებლად ვთვლი აზრის გადმოცემის უნარი და იმის უნარი რომ ჩემი აზრი ყველგან და ყოველთვის გამოვთქვა… მაგრამ იმის უნარიც აღმომაჩნდა რომ თუ არ მაწყობს აზრი არ გამოვთქვა (მაინც ეგოისტური საფუძვლები : ))

შეიცვალა ის რომ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ დღესდღეისობით, არ შეცვლილა ის რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ ისევ და ეს ძალიან მიხარია…

კიდე შეიცვალა ის რომ ჩემი მსოფმხედველობა მყარად ჩამომიყალიბდა და მიზნებიც საგრძნობლად გამყარდა, ასევთქვათ თეორიიდან პრაქტიკაზე გადმოვედი დავიწყე ყველაფერი იმის გამოყენება რაც აქამდე მისწავლია…

ცხოვრება დავიწყე…

და მივხვდი რომ ჩემზე მნიშვნელოვანი ჩემი პროფესია და მომავალი გეგმები არ არის, მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ…

მე კი მინდა რომ ვწერო ხოლმე : ) აბიტურიენტობა?! არაუშავს ყველაფერი მოესწრება : )

მადლობთ რომ დრო დახარჯეთ ამის კითხვაში : )

თქვენი წყარო

 

 

About Tskaro

დაინტერესებული პირი View all posts by Tskaro

4 Responses to “enter title here”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.