ახალ წელს წყარო იყინება…
არა საერთოდ ზამთარში წყარო გაყინულია ხოლმე, მაგრამ ყინულის ფენის შიგნით ყოველთვის მაინც მოჩუხჩუხებს ოდნავ შესუსტებული წყარო : )
ჩემთვის ზამთარი აბიტურიენტობა გამოდგა, გავქრი… მაგრამ ისევ ვარსებობ და ყინულის დიდი ფენა ნუ დაგაბნევთ, სადღაც რამოდენიმე თვეში ხო გამოზაფხულდება და ყინულიც გაქრება : ) (: ))) რაღაც ზედმეტად მხატვრული ვარ : )) )
მოკლედ თავი დავანებოთ ამ სისულელეებს, პირდაპირ საქმეზე:

დღეს 31 დეკემბერია, 2010 წლის ბოლო დღე, ბოლო 24 საათი და მე მას ვერ გავუშვებ ისე რომ არ ვთქვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის…
2010 წელს თითქმის ყველაფერი შეიცვალა ჩემში, გარეგნულად ის, რომ ალბათ ცოტა სიმაღლეში მოვიმატე, თავი გადავიპარსე და მერე კი თმები ისევ ამომივიდა, მაგრამ მთავარი ცვლილებები მაინც თავში მოხდა, ამ ერთ წელიწადში ჩამოვიყალიბე ჩემი ბევრი ხედვა, ბევრ რაღაცას მივხვდი, მოკლედ ამ წელს ავარჩიე ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია რომლითაც ასე თუ ისე დიდიხანი ვივლი…
2010მა წელმა მაჩუქა ბევრი მეგობარი, შემდეგ კი ისევ წამართვა, მაგრამ დამიტოვა დიდი სითბო რომელიც სულ მემახსოვრება…
2010მა წელმა მაჩუქა ერთი უახლოესი ძმაკაცი
2010მა წელმა მაჩუქა ბევრი საინტერესო ადამიანი
2010მა წელმა ჩამისახა ბევრი ინტერესი და ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი
2010 წელს მივხვდი რომ მთავარი სწორედ ადამიანებია და მათთან ურთიერთობა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად სწორ გზას ვადგავარ პროფესიის თვალსაზრისით
2010მა წელმა მომცა იმის უნარი რომ ასე თამამად შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრები და ჩამომიყალიბა აზროვნების ჩემებური მიმდინარეობა, ამის უდიდესი დამსახურება იმაშია რომ ბლოგერი გავხდი და ბლოგერები გავიცანი, მადლობა ყველა ბლოგერს იმისთვის რომ ისინი არსებობენ ჩემს ცხოვრებაში : ) :*
2010მა წელმა ბევრი ადამიანი გამაცნო, რომლთაგანაც თითოეულმა პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით იმოქმედა ჩემზე და მონაწილეობა მიიღო ჩემს ისეთად ჩამოყალიბებაში როგორიც ეხლა ვარ 2010 წლის 31 დეკემბერს
2010მა წელმა ძალიან ძვირფასი რაღაც მაჩუქა…
ასე რომ ჩემო 2011 წელო, შენ შენს ძმობილ 2010ს თუ არ აჯობებ, არაფრით არ უნდა ჩამოუვარდებოდე მაინც, აბა შენ იცი : )
გილოცავთ და გისურვებთ რომ კარზე მომდგარი წელი თქვენთვის ისეთი იყოს როგორიც გინდათ და ისეთიც როგორიც გჭირდებათ :*
გისურვებთ ბევრ სიყვარულს, სიხარულს, საინტერესო მოვლენას და სითბოს : )
წყარო : )

December 31st, 2010 at 12:58 am
მალე გაზაფხული მოვა და წყარო ისევ გათბება… <3
December 31st, 2010 at 1:08 am
: ) :*
December 31st, 2010 at 8:10 pm
ჩაბარებას გისურვეებ ისე და იქ როგორც შენ გინდა ^^
ხო და წყაროს გალღბას ველი თორემ ძაან მომენატრა