რატომ შექმენი სამყარო? (ანუ ახალგაღვიძებული ბლოგერის ფიქრები)


 

აბიტურიენტოაბა : ) არ დავიწყებ რომ ეს საშინელებაა, უბრალოდ ცოტა დამღლელია და ბევრ დროს გართმევს, მაგრამ ყველაფერი მაინც გრძელდება აბიტურიენტობაც ხომ ეტაპია არა?!

გამონათქვამია ხო? რო ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო თითქოს ეს დღე ბოლოა შენთვის, არ ვეთანხმდები, მე ისე ვცხოვრობ თითქოს რამოდენიმე წელიწადში მოვკვდები და მანამდე ბევრი უნდა მოვასწრო, ამიტომ ვცდილობ ყოველი დღე საინტერესო და ახლისმომცემი იყოს, ყოველდღე გავაკეთო რაღაც მოქმედება წინ წასასვლელად (თუ ხვალ კვდები წესით წინ სიარული საერთოდ არ უნდა გახსოვდეს არა?! : ))))

(ეს ისე ბლოგის დასამშვენებლად)

ძალიან პირადი პოსტი რო არ გამომივიდეს და ბლოგმა თავის ფუნქცია რო გააგრძელოს ანუ მკითხველი რაღაცეებზე რო ჩააფიქროს ხოლმე პატარა კითხვას დავსვავ… არა დიდს:

ესეიგი მოდი შევთანხმდეთ რომ ტვინს ფანტაზიის დიდი შესაძლებლობა აქვს, და შეგიძლიათ ბევრი რამ წარმოიდგინოთ: თუ როგორ არიან ეხლა შენს ოთახში შეკრებილი ყველა შენი მეგობარი, თქვენი სიყვარულის ობიექტი წარმოიდგინოთ, ან თუნდაც შავ ანგელოზს ესაუბროთ… ეს მარტივები ეხლა გავართულოთ, წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ ღმერთი (იმედია ცოდვაში არ გადის) და ჯერ სინათლე შექმენით მერე დედამიწა და მერე ადამიანებით დაასახლეთ, გაყევით ყველა მოქმედებას ისე რომ მთავარ როლში თქვენ იყოთ, ედემის ბაღის ეპიზოდიც “დადგით” თქვენს შესანიშნავ ორბირთვიან ტვინში, აი თქვენ ხე დარგეთ ედემის ბაღში დაარქვით მას კეთილისა და ბოროტის ხე, ადამს და ევას უთხარით რომ ხელი არ დააკარონ მის ნაყოფს და რამოდენიმე დღით “თქვენს საქმეებზე” გახვედით…

ყველაფერი ეს წარმოიდგინეთ, ანუ ყველა ეს მოქმედება თქვენს ფანტაზიებში ჩაიდინეთ და მერე იმაზე ჩაფიქრდით თუ რა იყო თქვენი ყოველი მოქმედების მოტივი. რა მოტივით შეიძლებოდა თქვენ კაცობრიობა შეგექმნათ? რა მოტივით დატოვეთ ადამი, ევა და “კეთილისა და ბოროტის ხე”  მარტოები ედემის ბაღში?

მთავარი მოტივებია : )

ჯერ თქვენ გააკეთეთ ეს და თქვენი აზრი მითხარით, მერე ჩემს აზრსაც დავწერ : )

“I want to know all Gods thoughts; all the rest are just details.
Albert Einstein”

თქვენი წყარო : )

About Tskaro

დაინტერესებული პირი View all posts by Tskaro

19 Responses to “რატომ შექმენი სამყარო? (ანუ ახალგაღვიძებული ბლოგერის ფიქრები)”

  • siyvarulovna

    არ მინდა მე, მეზარება მაგაზე ფიქრი. ბევრი ფიქრი აგიჟებს ადამიანს

  • Tatia

    რამით ხომ უნდა გაემართლებინა ღმერთს საკუთარი არსებობა?

  • natia121

    არავინ იცის როდის და რა ვითარებაში შეიქმნა სამყარო, ეს რომ ვიცოდეთ ამქვეყნად აღარ იქნებოდა მარტო ერთი ღმერთი, ყველას მის ტახტს წავეპოტინებოდით, შესამისად ადამიანის ტვინს არ აქვს უნარი აღიქვას სამყაროს შექმნის მასშტაბები, და შესაბამისად ვერც რეალურ პასუხს მიიღებ შენს კითხვაზე, საკუთარი თავისგანაც კი:) ასე რომ სჯობს ისევ ოთახში შეკრებილ მეგობრებზე დასვა კითხვები, მეტად ადამიანურზე და რაც მთავარია ბევრისთვის მარტივად აღსაქმელზე:)

    • tskaro

      ღმერთმა თავისდა ხატად შეგვქმნა და გვითხრა რო თავი თუ დებილებად მიიჩნიეთ რომელბიც ვერაფრით ვერ მიხვდებიან რატო შეგქმენით მეც დებილად მიმიჩნევთ მაშინო, კაცობრიობას ფიქრი ეზარება უბრალოდ : )

      • natia121

        ყველაფერს ჯობს ბიბლია წავიკითხოთ, და მერე იქ კარგად მიხვდები ღმერთმა რისი კვლევისა და გაგების უნარი მოგცა და რისი არა.ადვილია ბიბლიიდან ყურმოკრული ფრაზებით დასკვნების გამოტანა, გეთამხმები კაცობრიობას ძალიან ეზარება ფიქრი მაგრამ ამ ფიქრისთვის საჭირო განათლების მიღებაც უფრო მეტად ეზარება:)

  • lolibei loli

    win siaruli arc mashin unda gaxsovdes roca ici rom ramodenime weliwadshi mokvdebi es xom pirobiti dayofaa weliwadi dge saati tuki shevtanxmdebit rom ici rodis unda mokvde da mainc agrdzeleb svlas mashin ar aqvs mnishvneloba es datqmuli dge xval iqneba tu txutmet wutshi..me shevqmeni adamianebi imitom rom ver davitie chemshi yvela is saocreba is atasobit nawilaki da ujredi is unikalurobebi romlebic adamianebs aqvt tumca me ver shevdzeli rom isini sxvanairebi shemeqmna anu chemgan gansxvavebulebi da amitom isinic xshirad ver inaxaven tavis tavshi da qmnian ragaceebs..me davtove imitom rom ar vicodi rom isini chemgan gansxvavebulebi iqnebodnen da rom mat eqnebodat is rac me mattvis ar mimicia..ara..vityuebi miveci..magram me ar maxsovda rom es tviseba mqonda..mat ki mashinve dainaxes is.. da kidev bevri ramea rasac albat ver gadmovcem da ar vici..

  • okey

    აინშტაინის სიტყვები მომეწონა!
    ისე კი ბევრს ვფიქრობ ეგეთ რამეებზე!

  • okey

    ხო თვითონ რაც იდეას შეეხება… მემგონი ღმერთს თავისნაირების შექმნა უნდოდა…
    ალბათ ზუსტადაც იცოდა რომ კაცობრიობა მის დონემდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდა თუ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა თავის შეცდომას ჯერ დაუშვებდა, შემდეგ კი გაიაზრდებდა და გამოასწორებდა.
    ალბათ მიზანი ეგ იყო…
    იმიტომაც ჩადგა ის ხე და იქ დატოვა… იცოდა ალბათ რომ ადამი და ევა ვერ გაუძლებდნენ ცდუნებას!

    • tskaro

      ღმერთს რომ არ სდომებოდა რომ მათ ეს ნაყოფი ეჭამათ ამ ხეს გალავანს შემოარტყავდა მავთულხლართებით

      • okey

        ანუ შეიძლება ითქვას გზა იდეალურობამდე ჩვენივე შეცდომებზე დგას… : )))
        ნუ ეგ არის ჩემის აზრით…
        ეგ გზა უნდა რომ გავიაროთ :)

      • Di@

        უნდოდა არ უნდოდაზე არ არის საქმე… შეჭმა არ შეჭმას იმდენად ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენადაც უფალს აინტერესებდა არჩევანის თავისუფლებას (ნების თავისუფლებას) როგორ გამოიყენებდნენ ადამიანები. ჰქონდათ კი მათ იმის უნარი, მოეთმინათ საცდური?!

        + ამას, ხილს რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქედანაც ჩანს, რომ ყველაფრის აღიარების შემთხვევაში უფალი მზად იყო მათთვის ცოდვა მიეტევებინა.

        შენს კითხვას რაც შეეხება: მარტო იმიტომ დავტოვებდი, რომ ჩემი საქმე მქონდა – ეს ერთი და მეორე – Privacy :) Right to be left alone… ეგეთიც არსებობს, ძმაო… :) მაშინ ამ ყველაფერს ასე კონკრეტულად არ ექვა, მაგრამ… ლოლ. და კიდევ, მესამე, იქნებ ღმერთსაც უნდოდა მცირე ხნით მარტო ყოფნა… დიადი პასუხების ძიებაში მარტივი ცხოვრებისეული ელემენტები გავიწყდებათ ხოლმე… :)

        ესეც, მგონი ჩემი პირველი კომენტარი შენს ბლოგზე :)

  • tskaro

    @natia121 მე ცალკეულ ეპიზოდს განვიხილავ რომელიც წაკითხული მაქვს, თუ იცი ეპიზოდი რომელიც ჩემს ფიქრებს უარყობს გისმენ : ) თუ არადა მოდი ცალკეულ ეპიზოდზე ვილაპარაკოთ და არა იმაზე რო ბიბლიის ბევრნაირად ინტერპრეტირება შეიძლება

  • .

    http://poezia.ge/leqsebi/1173-bbbbbbbb-bb-bbbbbb.html
    ეს წაიკითხე თუ მოიცლი

  • nikusha

    იცი რა ძმაო ეგ შენი და ჩემი გასარჩევი თემა არ არის,ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა თავისუფალი აზროვნება და ადამიანი ირჩევს როგორი გზიტ იაროს,შენ რო ადამის და ევას რაგაცეებს იძიებ ეგრე შორს ვერ წახვალ,მიდი მოძგვარი აიყვანე წესიერი ოღონდ და ის აგიხსნის ყველაფერს

  • მაკა

    saintereso kitxvaa chemi azrit, me morwmune var, modzvaric mkavs, magram dzalian xshirad mawuxebs egeti kitxvebi, razec vici modzvars ra pasuxic ekneba. me mainteresebs me rogor mival magis axsnamde, ratom misca sashualeba codva chaedinat, tu icdoa rom mainc chaidendnen. winaswar tu kvelaferi gansazrvrulia, mashin xo sheidzleboda ro aeridebina eshmakistvis adamiani, ra sachiroa amdeni brdzola ketilsa da borots shoris, roca sheidleboda eshmaki tviton ufals gaenadgurebina. nutu es kvelaferi, tavisufleba, neba chveni imistvisaa rom ufalsma shordian gvikuros ras avichevt.
    es arc ateizmisken svlaa da arc urwmunoeba, ubralod kitxvebi gichndeba da pasuxs ver cem

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.