ჩემ მეგობარ რობის კაცობრიობის შესახებ…

როგორ ხარ რობი? მახსოვს ბოლოს, რომ შევხვდით კაცობრიობის ამბები მკითხე და მეც გადავწყვიტე მცირეოდენი მოგიყვე მასზე:

ჩვენ ადამიანები იგივე ჰომოსაპიენსები უკვე დიდი ხანია რაც ვარსებობთ დედამიწაზე, ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, რომ ჩვენ ღმერთმა შეგქვმნა ხოლო მეორე იმას ქადაგებს, რომ ჩვენ ევოლუციის საბოლოო პროდუქტი ვართ. რომ არ მოგატყუო რობი მე ორივესი თანაბრად მჯერა.

ჩვენ განვითარების სადღაც საშუალო ეტაპზე ვართ, უკვე გაგვიჩნდა დიდი ძალა, რომლითაც ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი თავი შეგვიძლია გავანადგუროთ, რასაც პირწმინდად ვასრულებთ…

ძალიან სასაცილოები ვართ, ვიბრძვით იმისთვის რაც ისედაც ჩვენია. ერთმანეთს ვებრძვით. თავში აზრადაც არ მოსდის არავის, რომ აქ ყველა დავეტევით. ან ის, რომ ადამიანები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, ყველა  ”პატრიოტს” მაინც გონია, რომ საუკეთესო რასის წარმომადგენელია და ყველაზე ნიჭიერია, არადა ვერავინ ვერ ამჩნევს, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულებების გამო ვართ ყველანი ერთნაირი ნაგვის ურნები, უმრავლესობა ცარიელი, ხოლო ვინც სავსეა მხოლოდ ნაგვით…

ჩვენი სიტუაცია ძალიან გავს უზარმაზარ სკოლას, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ცალცალკე ყველანი კარგები ვართ, მაგრამ ერთად საშინელება. ჩვენ ბრბო ვართ, რომელსაც შურს, რომელსაც თავისუფლება უნდა (როცა თავისუფალი არის), რომელსაც თურმე ბედნიერებაც უნდა (როცა არაფერს არ აკეთებს ამისთვის)… რობი ნეტა განახა რა სასაცილოები არიან როცა დიდი ბრძოლოს შედეგად “თავისუფლებას” მოიპოვებენ, იმ კულმინაციურ მომენტში როცა ამისგან ბედნიერება უნდა იგრძნონ, ვერაფერს გრძნობენ და ხვდებიან, რომ რაღაც შეეშალათ. ამ მომენტში მეტად ჩაფიქრებულნი არიან, შემდეგ კი დგება მომენტი, როცა ინდივიდი უმრავლესობას ბაძავს და ის ნებდება ცხოვრებას (მშვენიერი დრამატურგიაა არა?). შემდეგ ეტყვიან შვილიშვილებს, რომ ისინი იბრძოდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებამ აჯობა, შვილიშვილებიც იამაყებენ ბაბუის ბრძოლისუნარიანობით და შემდეგ ისევე მოიქცევიან, როგორც ბაბუ და უაზრობაში გაატარებს მთელ ცხოვრებას…

თამაში

კი რობი აქ ყველანი ვთამაშობთ და ორი სახეობის თამაშები გვაქვს, თამაშები პატარებისთვის და თამაშები დიდებისთვის. მე რადგან მივხვდი რო ყველამ უნდა ვითამაშოთ პატარების თამაში ავირჩიე რადგან მათში უფრო დიდ აზრს და კარგ დრამატურგიას ვხედავ მაგალითად ცოტა ხნის წინ რამოდენიმე საათში უამრავი უცხოპლანეტელი მონსტრი მოვკალი და სამყაროც გადავარჩინე, სასიამოვნო თამაშია. დიდების თამაშებმა არ მომხიბლა, რაღაც უაზრო თამაშებია, სახელებითაც მიხვდები: კარიერა, მსოფლიო მართვა, ფულის დაგროვება, ქალების დაგროვება, კიდე არის GTAას ტიპის თამაშები სადაც უბრალოდ თავზე უნდა გადაიკუკო და კიდევ მრავალი უაზრობა. ნუ დიდები ამით ერთობიან, მეც არ ვერევი, ყველას გვაქვს უფლება, რომ გავერთოთ უაზრობით, უბრალოდ ის არ მესმის ისინი ამას ასეთი სერიოზული სახეებით რატომ აკეთებენ…

მე

რობი ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეც მაბნევს ხანდახან ეს სიტუაცია და ლამის მჯერა ხოლმე მათი უაზრობის, წარმოიდგინე, რომ ადამიანი შენს გვერდით ძალიან შეშინებული სახით გაურბის რაღაცას, შენ იცი, რომ მას რაღაცეები ეჩვენება ხოლმე და თითქმის ყოველთვის ცდება, მაგრამ მაინც ადამიანი ხარ და შენც გიჩნდება გაქცევის სურვილი… მოკლედ ძნელია არ აკეთო ის რასაც ყველა აკეთებს, მაგრამ მე მაინც ვეცდები, რომ ასე გავაგრძელო და ვაკეთო ის რაც ჩემის აზრით ნამდვილია, ვეცდები არ გავირთო თავი სუსელელეებით და არ აღმოვჩნდე სიყალბეში უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემთვის სიყალბეში ცურვა არავის უსწავლებია…

ხო მართლა, შენსკენ რა ხდება რობი?

მადლობთ ყურადღებისთვის

წყარო


ევთანასია ანუ ციხე ორიდან ხუთ წლამდე

ევთანასია_ თემა, რომელიც საკმაოდ სადავოა მედიცინაში, ეს სიტყვა გულისხმობს პაციენტის მოკვლას იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა ეს ითხოვა ან თუ მდგომარეობა მეტად სავალალოა…

 

საკითხის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ:

1. რელიგია გვიკრძალავს ამას…

2 ჰიპოკრატე გმობს

3 არც ისე სასიამოვნო ქმედებაა…

4. კანონმდებლობით ისჯება

მაგრამ როგორც ყოველთვის მინდა ამ საკითხს სხვადასხვა კუთხეებიდან შევხედოთ:

შემთხვევა: თქვენ გყავთ საკმაოდ მოხუცებული არარელიგიური პაციენტი, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული და სიცოცხლის ძალიან მოკლე პერიოდი აქვს დარჩენილი, მან ცხოვრებაში ყველაფერი გააკეთა და ახლა აუღელვებლად დაელოდებოდა სიკვდილს, რომ არა ეს აუტანელი ტკივილები რომელსაც დიდი დოზის ტკივილგამაყუჩებლითაც უკვე ვეღარ აყუჩებთ. პაციენტი გთხოვთ, რომ დაასრულოთ მისი ტანჯვა (რაც  თქვენი როგორც ექიმის პირდაპირი ვალდებულებაა) და თავადვე გეუბნებათ, რომ ამის ერთადერთი საშუალება მისი სიკვდილია. მოკლედ, რომ ვთქვათ ის სასიკვდილო ინექციას გთხოვთ…

იმისთვის, რომ დასკვნა ცივი ტვინით განვსაჯოთ, წარმოვიდგინოთ რომ რელიგია, კანონმდებლობა და სამედიცინო ეთიკა ამას არ გვიკრძალავს, როგორ მოიქცევით?

მე მაგალითად ამ შემთხვევაში ავასრულებდი პაციენტის სურვილს რადგან ვალდებული ვარ შევუმსუბუქო მდგომარეობა როცა იგი უკვე მხოლოდ პალიატიურ მკურნალობას ექვემდებარება…

მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვერ ვიზამ, რადგან არ მინდა ციხეში ვიჯდე მინიმუმ ორი წელი, არ მინდა ჯოჯოხეთში მოვხვდე და არ მინდა ჰიპოკრატეს ფიცი გავტეხო… ასე რომ იტანჯოს ერთი მაგისიც არა? : ))

მე არ ვამართლებ ევთანასიას ზოგადად, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ყოველთვის არსებობს გამონაკლისი და არ შეიძლება ევთანასიაზე ზოგადად თქვა, რომ ეს ცუდია ან კარგია, დანაშაულია თუ ალტრუიზმი, ცოდვაა თუ სიკეთე…

ნეტა როდის ვისწავლით ინდივიდუალურ მიდგომას ყოველი საკითხისადმი…

გმადლობთ ყურადღებისთვის

წყარო : )


hm….

 

მოდი საკითხს შევხედოთ…

რა მინდა?

მინდა ბედნიერება, მინდა რეალიზაცია…

მინდა რაღაც  შევცვალო… მინდა მოვიგო პოკერში… მინდა სისტემა გავანადგურო… მინდა შემეძლოს… ბევრი შემეძლოს… მინდა კარგი კარტი მქონდეს… მინდა ბევრი ვიცოდე… მინდა ტვინის 100%ით გამოყენება… მინდა გავიგო რა მინდა… მინდა რაღაც გავაკეთო ან გავაფუჭო… მინდა გავანადგურო და მინდა შევქმნა…

მინდა მოვხვდე საგიჟეთში, მინდა დამიჭირონ, მინდა მომკლან, მინდა გადავრჩე, მინდა საგიჟეთიდან/ციხიდან გავიქცე, მინდა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო, მინდა არ გადავარჩინო, მინდა ვმართო ყველაზე რთულად სამართავი.., მინდა პარაშუტით გადმოვხტე…

მინდა გამრიყოთ, მინდა მიმიღოთ, მინდა გამკიცხოთ და მინდა გამამართლოთ…

ნევროზი მინდა… კიარადა მაქ : )) კიარადა უკვე გავაფრინე

კიარადა მგონი ყველაფერი ეს გამომივა… : ))))))


ფაქტები და მოვლენები

 

 

პირველ გამოცდამდე სულ რაღაც ხუთი დღე დარჩა, ალბათ უკვე უნდა მაკანკალებდეს შიშისგან… რატომ? თუნდაც დაითვალეთ ამ პოსტში დაშვებული სინტაქსურ-მორფოლოგიური შეცდომები და მიხვდებით, რომ უნდა ვნერვიულობდე, მაგრამ…

მაგრამ მოდი ასე განვსაჯოთ:  მე ვარ არც ისე დებილი ახალგაზრდა რომელიც მთელი წელი ემზადებოდა 4 გამოცდის ჩასაბარებლად, ანუ მე სანერვიულო არაფერი მაქვს, თუ ჩავიჭერი უბრალოდ თავი უნდა მოვიკლა იმიტომ რომ კაცობრიობას კიდევ ერთი დებილი არაფერში გამოადგება და თუ ჩავაბარე… ნუ ჩავაბარე რა… მერე დავიძინებ : )

მაგრამ არის კიდევ ერთი რამ და ამ ერთ რამ-ს ქვია 100%იანი გრანტი რასაც თუ მოვიპოვებ დამოუკიდებლობის სულ სხვა ხარისხი მექნება სახლში, თუ ვერა მაინც მექნება მაგრამ უფრო რთული გზის გავლა მომიწევს ამისთვის…

მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერიც მკიდია, იმიტომ რომ მჯერა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა  და მხოლოდ ის მაინტერესებს რას მიმზადებს ცხოვრება, მაგრამ ესეც არც ისე საინტერესოა რადგან ისედაც ვერ მოვახდენ პროგნოზირებას…

ხოლო პროგნოზირება, რომ შევძლო მაინტერესებს სინამდვილეში როგორ არის მოწყობილი სამყარო,  მაგრამ ეს მკიდია იმიტომ რომ ხუთ დღეში გამოცდა მაქვს…

 


თავის/ყველაფრის უფლება

თავისუფლება : )

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. (ბერნარდ შოუ)

ბევრის მიზანია, ბევრი მიისწრაფის მისკენ და რაც შეიძლება მეტ აკრძალულ ხილს ჭამს რათა დაამტკიცოს, რომ თავისუფალია…

რა არის სინამდვილეში თავისუფლება?

მე მხოლოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ:

თავისუფლება ჩემთვის არის იმის უფლება, რომ მე ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები, გამოვიტანო დასკვნები, ვიმოქმედო თავისუფლად სხვის შეუზღუდავად, ვიცხოვრო, ვისუნთქო, არ მაიძულონ და აზრები არ მომახვიონ თავზე…

ჩემი აზრით თავისუფლება არ არის ყოველი სოციალური ან ადამიანური ნორმის დარღვევა, არ არის აუცილებელი გამოვეყო საზოგადოებას, არ არის საჭირო ვიყო ორიგინალური, არ არის საჭირო ვიყო დაუმორჩილებელი…

ხშირად ერევათ ხოლმე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავისუფლება და ყველაფრის უფლება. ბოლო  კი შეიძლება საშინელ დაავადებაში გადაიზარდოს რომელსაც თავისუფლების მონობა ქვია…  შენ აკეთებ ყველაფერს რომ იყო თავისუფალი და ამავდროულად თავის შეზღუდვას ღებულობ…

მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია არ გავიხვრიტო ყური და არ გავიკეთო ტატუ მხოლოდ იმიტომ რომ ეს თავისუფლების გამომხატველია…

მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია მოვუსმინო უფროსებს და გავიზიარო მათი გამოცდილება…

მე იმდენად თავისუფალი ვარ, რომ შემიძლია შევზღუდო ჩემი თავი რაღაცეებში რადგან მე ამის უფლება მაქვს….

და ბოლოს სიმართლე გითხრათ მე თავისუფალს მხოლოდ აზროვნებას ვაფასებ და თავისუფლების ყველაზე უფრო დიდ გამოხატულებადაც ამას მივიჩნევ… ჩემთვის არ არსებობენ ადამიანები რომლებიც ყოველთვის მართლები არიან და არ არსებობენ ყოველთვის მცდარი ადამიანები, ჩვენ ადამიანებთან არ გვაქვს საქმე ჩვენ აზრებთან და იდეებთან გვაქვს საქმე ნუ აგვერევა აზრის განხილვა ადამიანის განხილვასთან… აზრს ხომ არანაირი კავშირი არ აქვს მის მთქმელთან აზროვების დროს ის დამოუკიდებელი ორგანიზმია…

უბრალოდ ნუ გახდებით თავისუფლების მონები…

მადლობ ყურადღებისთვის

წყარო : )


მე არ მჯერა გარემოებების

არ მიყვარს ხალხი რომ წუწუნებს ხოლმე. საკმაოდ დამღლელია მოქალაქის მოსმენა რომელიც წუწუნებს მის კომონალურ პირობებზე და მთავრობას აბრალებს ყველაფერს, საშინელი მოსასმენია მორწმუნის წუწუნი იმის შესახებ თუ რატომ დასაჯა ღმერთმა ის ასე, ქართველის წუწუნი რომელსაც საქართველო არ მოწონს და ამერიკას აქებს, შვილის წუწუნი მშობლების შესახებ, ქმრის წუწუნი ცოლის შესახებ და პირიქით…

გამოსავალი ხომ ასეთი მარტივია:

თუ ხელისუფლება არ მოგწონს გახდი რევოლუციონერი

თუ იესო არ მოგწონს ადიდე ალახი

თუ საქართველო არ მოგწონს წადი ამერიკაში

თუ ცოლი არ მოგწონს გაშორდი

მაგრამ თ ამ ყველაფერს ეგუები… ნუ იწუწუნებ მაინც…

რათქმაუნდა მოცემული გარემოებები მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჭკუა და ენერგია გეყოფა შეძლებ ისინი შენთვის სასარგებლო გარემოებებად გადააკეთო

ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს. ბერნარდ შოუ

 

გისურვებთ წარმატებებს ხელსაყრელი გარემოებების შექმნაში


Follow

Get every new post delivered to your Inbox.